დავით ბაქრაძე “ტვიტერზე” მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გადაღებულ ფოტოს ავრცელებს

სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ბაქრაძე “ტვიტერზე” მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

“დიდი მადლობა გიორგი კვირიკაშვილს და კოლეგებს გასული წლების განმავლობაში ერთობლივი, წარმატებული ძალისხმევისთვის საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დასაახლოვებლად! მოუთმენლად ველოდები საქმიანობის დაწყებას ვაშინგტონში”,- წერს დავით ბაქრაძე “ტვიტერზე”.

დავით ბაქრაძე აშშ-ში საქართველოს ელჩად მუშაობას დეკებრიდან შეუდგება.

მთავრობის მოქმედმა შემადგენლობამ დღეს ბოლო სხდომა გამართა.

banner
წინა სტატიაში“ლევანი ერთ-ერთი პირველი ადამიანი რომელიც ჩამოშლის ივანიშვილის რეჟიმს”
შემდეგი სტატიაარჩევნებით საქმე არ დამთავრებულა, არჩევნებით საქმე დაიწყო – დავით უსუფაშვილი