დავით ბაქრაძე : თუ ხელისუფლება “გერმანულ მოდელს” დათახმდება, დეკემბრის ბოლომდე გვექნება სამართლიანი საარჩევნო სისტემა და აქციები შეწყდება

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება ე.წ. გერმანულ მოდელს დათანხმდება, აქციები შეწყდება.

პოლიტიკური კრიზისი მთავრობის დაპირების არშესრულებამ შექმნა -აცხადებს ბაქრაძე.

„ქართული ოცნების“ განაცხადია ქართველ ხალხს ესაუბრობს პოლიციის, სპეცრაზმის და ყვითელი ავტობუსების ენაზე. პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებაზეა. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, პასუხს ვაგებთ, რომ ეს აქციები არის და იქნება მშვიდობიანი, არაძალადობრივი.

გამოსავალი ე.წ. გერმანული მოდელია. ესაა ის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან არჩევნებს. მისი მიღება შეიძლება უახლოეს სამ კვირაში 76 ხმით. თუ ხელისუფლება ამ გამოსავალს დათანხმდება, დეკემბრის ბოლომდე გვექნება სამართლიანი საარჩევნო სისტემა და შეჩერდება აქციები, შეწყდება კრიზისიც, ქვეყანაში გვექნება სამართლიანი საარჩევნო სისტემა და დავუბრუნდებით ნორმალურ კალაპოტს. ამისთვის ხელისუფლებამ თავი უნდა დაანებოს ყვითელი ავტობუსების უკან მალვით პარალმენტში დეპუტატების შეყვანას და ნაბიჯები გადადგას პოლიტიკური კომპრომისის მისაღწევად“, – აცხადებს ბაქრაძე.

დავით ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია : პოლიტიკურ კლოუნებს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ ექნებათ
შემდეგი სტატიალევან კობერიძე უმრავლესობას – პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად მართავთ ქვეყანას