დავით ბაქრაძე თანაგუნდელებს ყრილობის გადადებას სთავაზობს

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

დავით ბაქრაძე პარტიის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ არ აპირებს თავისი კანდიდატის დაყენებას. მისი თქმით, თუ ყრილობაზე არ მოხდება აზრთა შეჯერება, მხარეებმა წონასწორობა არ უნდა დაკარგონ.

“ვცდილობდი, რომ მეთამაშა გამაწონასწორებლის როლი. ემოციური დებატის მიუხედავად, ვერ ნახავთ ვერცერთ პოსტს, სადაც ვისაუბრებ და შეურაცხყოფას მივაყენებ,“ – აცხადებს დავით ბაქრაძე.

მისი აზრით, საკითხის გადაწყვეტა არგუმენტების სიმრავლით უნდა იყოს განპირობებული და არ უნდა ებრძოლონ განსხვავებულ აზრს.

ყურადღებას ამახვილებს, თუ როგორ გარემოში ჩატარდება ყრილობა.

“ვნახულობ ჩვენივე მხარდაჭერების ძალიან რადიკალურ განცხადებებს, რომ ყრილობაზე მოსულ პარტიის ლიდერებს კვერცხები დაუშინონ, სტვენა აუტეხონ, სირცხვილის დერეფანში გაატარონ, ტანსაცმელი შემოაწიწკნონ,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, ამგვარი ვითარებას ნაციონალური მოძრაობისთვის საფრთხეს წარმოადგენს და გადაწყვეტილებას არ ექნება მნიშვნელობა.

“თუ ამ ფორმით წავიდა ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, ეს იქნება კატასტროფა და ეს იქნება წერტილი ნაციონალური მოძრაობისთვის. ამიტომ, როცა ადამიანები მასიურად საუბრობენ ასეთ სცენარზე, ეს იქნება დიდი საფრთხე ნაციონალური მოძრაობისთვის,“-აცხადებს დავით ბაქრაძე.

დავით ბაქრაძე თანაგუნდელებს ყრილობის გადადებას სთავაზობს. პარტიის ლიდერი საკითხის პოლიტსაბჭოზე დაყენებას აპირებს.

„ის იდეაც მაქვს და აუცილებლად დავაყენებ ამ საკითხს პოლიტსაბჭოზე, რომ გადავდოთ ეს ყრილობა, რომელიც ასეთი წინააღმდეგობრივ ფონზე ტარდება, ამხელა ემოციებს იწვევს. გადავდოთ, დავსხდეთ, დავილაპარაკოთ და ვეცადოთ, რომ მომავალი და ერთიანობა შევინარჩუნოთ,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში სიტუაცია გამძაფრდა–თალიბებმა 15 პოლიციელი მოკლეს
შემდეგი სტატიარადას ყოფილი დეპუტატი პოროშენკოს კორუფციაში სდებს ბრალს