27.8 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 14, 2026
banner

დავით ბაქრაძე: სასჯელის გამკაცრებაზე საუბარი არის თავის მართლების მცდელობა

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით ბაქრაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმაურება. გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის თანახმად საარჩევნო უბანთან ძალადობა ან ძალადობის მუქარა სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება.

ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ზომების გამკაცრებამდე, არსებული სანქციებით და სასჯელით უნდა დაისაჯნონ ის ადამიანები, ვინც კორცხელში ძალადობა განახორციელა.

„კორცხელის ინციდენტის შემდეგ სამი დღე გავიდა და არც ერთი ის ადამიანი, ვინც იდენტიფიცირებულია, ვისი სახელიც გვარიც ყველამ იცის და ვინც ყველამ დაინახა, არ არის დაკავებული და დაკითხვაზე დაბარებულიც კი. ასეთ პირობებში საუბარი იმაზე, რომ თურმე პარლამენტმა კანონი უნდა შეცვალოს და სასჯელი გამკაცრდეს, სრულიად არაადეკვატურია. კი ბატონო, სასჯელი უნდა გამკაცრდეს, მაგრამ დღევნდელი სანქციით უნდა დაისაჯნონ ის ადამიანები, ვინც სისასტიკე ჩაიდინა. იმ პირობებში, როდესაც ეს არ ხდება და როდესაც არც ერთი მათგანი არ არის დაკავებული, სასჯელის გამკაცრებაზე საუბარი არის საკითხის გვერდზე გადატანა და თავის მართლების მცდელობა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაში“ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია, არჩევნები ჩავატაროთ მშვიდ გარემოში”
შემდეგი სტატიაკახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ამოქმედდა