დავით ბაქრაძე – სასამართლოს ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება რომ მიეღო, კატასტროფულად არასწორი​ იქნებოდა

ორივე გადაწყვეტილება დაკავებაზეც და არ დაკავებაზეც იქნებოდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდებაზე.

როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, სასამართლოს ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება რომ მიეღო იქნებოდა კატასტროფულად არასწორი.

„დაკავების გადაწყვეტილება იქნებოდა არასწორი და მძიმე შედეგების მომტანი იმ განწყობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს საზოგადოებაშია იმ აქციების გათვალისწინებით, რომლიც უკვე კვირაზე მეტია მიმდინარეობს. ეს გამოშვებაც იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ოღონდ სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშივიღებ ბოდიშებს ყველა იმ ადამიანისგან ვინც ამბობდა რომ ნიკა მელიას დაპტიმრებას დაუჭირა მხარი პარლამენტმა – წილოსანი
შემდეგი სტატიამზად ვარ, მივიდე ნებისმიერ დროს პარლამენტში და წარვადგინო ჩვენი ანგარიში – პრემიერი