დავით ბაქრაძე: საქართველოს მოქალაქეები ძალიან მალე უვიზოდ ივლიან შენგენის ზონაში

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება არის მიღებული და ეს გადაწყვეტილება ელის პროცედურულ აღსრულებას. ის ძალიან მალე დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ივლიან შენგების ზონაში, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის წარმატებული რეფორმები, რომელიც განხორციელდა საქართველოს მიერ შესაბამისად იქნება აღიარებული და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება დროულად მიღებული.

„უმთავრესი რაც დღეს კიდევ ერთხელ ითქვა, არის ის რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია და ეს გადაწყვეტილება ელის აღსრულებას, რომელიც დაკავშირებულია პროცედურებთან და აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი მოლოდინი, ევროპულ მხარეს აქვს ძალიან მაღალი მოლოდინი. ის წარმატებული რეფორმები, რომელიც განხორციელდა საქართველოს მიერ შესაბამისად იქნება აღიარებული და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება დროულად მიღებული. ასეთია განცდა ბრიუსელში, ასეთია განცდა დედაქალაქებში და აქედან გამომდინარე ჩვენც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ვადებთან დაკავშირებით გამომდინარე იმ სენსიტიურობიდან გამომდინარე, რომელიც ამ საკითხს გააჩნია, ჯობია ჩვენ დაველოდოთ მოვლენებს, მაგრამ უმთავრესი გზავნილი არის ის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არის მიღებული და ეს გადაწყვეტილება ელის პროცედურულ აღსრულებას. ის ძალიან მალე დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ივლიან შენგენის ზონაში“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

ბათუმში მე–13 საერთაშორისო კონფერენცია –„საქართველოს ევროპული გზა“ მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“საქართველომ შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ვიზალიბერალიზაციისთვის იყო საჭირო”
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ფრაქციის “თანასწორობა” წევრებს შეხვდა