დავით ბაქრაძე: საქართველო ემზადება, რომ წევრობის გზაზე მიღწეული პროგრესი იყოს აღიარებული ვარშავის სამიტზე

სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძე სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

როგორც ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ნატო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან ვარშავის სამიტისთვის მზადებასთან დაკავშირებით ისუბრა.

“საქართველო ემზადება, რომ წევრობის გზაზე მიღწეული პროგრესი, როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული კუთხით იყოს აღიარებული ვარშავის სამიტზე. ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ მოვემზადოთ ნატო-ს წევრობისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი. სწორედ ეს პრაქტიკული ინსტრუმენტები უნდა გავაძლიეროთ ვარშავის სამიტზე, იმისთვის, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გამკაცრდეს და თავსებადობა ნატოს ძალებთან უფრო მაღალ ხარისხში ავიდეს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეხვედრას, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუც დაესწრო.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: ძალადობის ჩამდენ პირს არ ექნება არც მხარდაჭერა და არც არავინ ხელს არ დააფარებს
შემდეგი სტატია“ხურჩაში მომხდარი მკვლელობა აფხაზეთის რეგიონში არსებულ საგანგაშო ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე მიუთითებს”