დავით ბაქრაძე: პრაქტიკულად, დარწმუნებული ვარ, რომ სანდრაც ჩვენ გვერდით იქნება

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მათთან ერთად პარლამენტში იბრძოლებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი სანდრა რულოვსისგან მოულოდნელ გადაწყვეტილებას არ ელოდება.

„სანდრა არის სიის მეორე ნომერი. ის გუნდის ნაწილია. იყო მოსული პარტიაში და იმედი მაქვს, ხშირად მოვა. პარლამენტთან დაკავშირებით მან საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. მე განსაკუთრებულ მოულოდნელობას არ ველოდები. ნუ ეცდებით ჩემგან მიიღოთ ინფორმაცია იმაზე, რაც სანდრას გადასაწყვეტია. პარტიის პოზიცია ცნობილია, რომ შევალთ. პრაქტიკულად, დარწმუნებული ვარ, რომ სანდრაც ჩვენ გვერდით იქნება ამ ბრძოლაში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით შესაძლოა, სანდრა რულოვსმა პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადოს.

 

banner
წინა სტატიაში(VIDEO) მომაკვდავი “ბაიკერის” გზავნილმა ქსელი შეძრა
შემდეგი სტატიაპოლიციამ ინგლისელ მინისტრს სამსახურში ველოსიპედით სიარული აუკრძალა