დავით ბაქრაძე – ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენი ამოცანა სისტემის დანგრევა იქნება

მკაფიოდ ჩანს, რომ გიორგი რურუას ებრძვის სახელმწიფო სისტემა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გიორგი რურუას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, მოსალოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, რადგან ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ გიორგი რურუას ებრძვის სახელმწიფო სისტემა. ეს არის სახელმწიფო სისტემა, როდესაც ხელისუფლების დაკვეთით პოლიციაც, პროკურატურაც და სასამართლოც ჩართულია უკანონო დაკვეთის აღსრულებაში და უდანაშაულო ადამიანის დაჭერაში. ეს არის ის სისტემა, რომელიც ყოველთვის იყო ამ ქვეყნის პრობლემა, მაგრამ განსაკუთრებით შეისისხლხორცა ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ“ და დღეს ეს სისტემა მუშაობს სწორედ ხელისუფლების და „ქართული ოცნების“ სამსახურში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ქვეყანას, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩავაბაროთ ის მოცემულობა, როდესაც ხელისუფლების დაკვეთით ყველა ინსტიტუტი მუშაობს კონკრეტული უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ. ჩვენი ამოცანა იქნება, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არამხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლება, არამედ იმ სისტემის დანგრევა, რომელიც ეხმარება ხელისუფლებას, რომ უდანაშაულო ადამიანები გაუშვას ციხეში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – მაცადეთ, ჩემი მოქალაქეები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონგრესმენები
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ის რომ მას ვიღაც პოლიტპატიმარს უწოდებს, ან ტელევიზიის მფლობელია, არ უნდა იყოს ალიბი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის