დავით ბაქრაძე: მთავრობის საქციელი არის დიდი უსამართლობა, რომელსაც ოქტომბრის არჩევნებზე დავასრულებთ

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე ახალციხის რაიონის სოფელ ვალეში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს შეხვდა. მოსახლეობის მნიშვნელოვან პრობლემას სოციალური დახმარების მოხსნა წარმოადგენს.

ადგილობრივები ქალაქის მერისა და გამგებლის მხრიდან უყურადღებობაზეც საუბრობენ. დავით ბაქრაძის განცხადებით, სოციალური დახმარება მთავრობამ ათასობით ადამიანს მოუხსნა.

„მეუღლის გარდაცვალების გამო მას მოუხსნეს სოციალური დახმარება და ასეთი ადამიანები ჩვენს სოფლებში არის ათი ათასობით. ეს არის დიდი უსამართლობა და ამ უსამართლობას აუცილებლად დავამთავრებთ ოქტომბერში არჩევნებზე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაში“საჭიროა მხარეები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ორივე მხარისთვის მისაღები მემორანდუმი შეიმუშავონ”
შემდეგი სტატიაგია ჟორჟოლიანი: ელისო ჩაფიძე ბევრ რამეზე არაკომპეტენტურად საუბრობს