დავით ბაქრაძე : მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს ურჩევნია შიშის პირობებში ცხოვრება, თუ საქართველოს წინსვლა და განვითარება

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საგანგებო ბრიფინგზე შეაჯამა წინასაარჩევნო კამპანია ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ. მან კამპანიის დროს პარტიის მიერ გატარებულ სამუშაოებზე და დეპუტატობის კანდიდატების მიერ გაცემულ დაპირებებზე ისაუბრა.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანია მმართველი გუნდისგან განსხვავებით აწყობილი და მიმართული იყო პოზიტივზე და იმ გეგმაზე, რომელიც განსახორციელებელია მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.

ბაქრაძე ამბობს, რომ ხვალ მოსახლეობამ არჩევანი, სიძულვილზე, დაზაფრვასა და საქართველოს წინსვლასა და განვითარებას შორის უნდა გააკეთოს.

„მთელი ჩვენი კამპანია იყო აწყობილი კონკრეტულ გეგმებზე, შეთავაზებებზე და პოზიტივზე. მთელმა ჩვენმა კამპანიამ გაიარა კონკრეტულ საუბარში იმაზე, ტუ რას გავაკეთებთ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა როგორ ავამუშავებთ ეკონომიკას, როგორ შევქმნით სამუშაო ადგილებს, როგორ გავაუმჯობესებთ მოსახლეობის პირობებს და ამით ჩვენი კამპანია ძალიან მნიშვნელოვნად და რადიკალურად განსხვავდება ხელისუფლების კამპანიისგან, რომელმაც მთელი ეს თვეები გაატარა მოსახლეობის დაშინებაში, დაზაფრვაში, სისხლის ღვრებზე, გადატრიალებაზე ლაპარაკში.

“ამიტომ ხვალ არჩევნებზე თავად მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს რა ურჩევნია, ურჩევნია გააგრძელოს შიშის დაზაფრვის პირობებში ცხოვრება, თუ ურჩევნია საქართველოს წინსვლა და განვითარება.

“მეორე და მთავარი, რაც მინდოდა მეთქვა, ამ კამპანიის დროს ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა ის, რაც არ გაუკეთებია არასდროს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში.

“საქართველოში ტარდებოდა კარდაკარები, მაგრამ ჩვენ ვართ პირველი პარტია და ეს არის პირველი არჩევნები, როდესაც ჩვენი ყველა დეპუტატობის კანდიდატი პირადად დადიოდა ოჯახებში და პირადად ნახულობდა ყველა იმ პრობლემას, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას.

“ამ წუთის მონაცემებით შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ ჩვენი კანდიდატები ნამყოფები არიან 307 ათას ოჯახში. ეს არის ყოველი მესამე ქართული ოჯახი, სადაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატები პირადად არიან შესულნი და პირადად აქვთ ნანახი მდგომარეობა და პირადად აქვთ მიცემული დაპირება თუ რას გააკეთებენ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში,“-განაცხადა დავით ბაქარაძემ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : ლარი მთავრობას კბილებით უჭირავს და ყველა ღონეს ხმარობს, რომ ხვალამდე არ გაუფასურდეს
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ