დავით ბაქრაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ადგილზე გადაინაცვლებს

არჩევნების დასრულების შემდეგ და ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდგომა პირველი განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში დავით ბაქრაძემ გააკეთა. მისი განცხადებით, დიდი მნიშვნელობა აქვს ამომრჩეველთა 33%-ს, რომელმაც უარი განაცხადა ეგზიტპოლის კითხვაზე პასუხის გაცემაზე. ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ეს 33% ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია და სწორედ მათი მხარდაჭერით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ადგილზე გადაინაცვლებს:

„რამდენიმე წუთის წინ ჩვენ მოვისმინეთ ეგზიტპოლის პირველადი შედეგები. განვლილი თვეების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ უმძიმესი საარჩევნო კამპანია, რომელიც ხასიათდებოდა ძალადობებით, აფეთქებებით, რომელიც ხასიათდებოდა სხვადასხვა ტიპის ბრალდებებით და მოსახლეობის დაშინებით. დღეს ჩვენ ვიხილეთ საარჩევნო დღე, სადაც გამოყენებული იქნა დარღვევების მთელი სპექტრი. მიუხედავად ყველა გამოყენებული რესურსისა, ჩვენ ვნახეთ, რომ არჩევნების პირველადი შედეგებითაც კი „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოიპოვა ქართველი ამომრჩევლის მაქსიმალური მანდატი. ხმების 39 პროცენტი ამას ნიშნავს. შეგახსენებთ, 2012 წლის არჩევენბის შემდეგ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წააგო არჩევნები და მიიღო ხმების 40%. 2012 წელს წაგებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო უფრო მეტი ხმა ქართველი ამომრჩევლისგან, ვიდრე სავარაუდოდ პირველ ადგილზე მყოფმა ქართულმა ოცნებამ. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ამომრჩევლის ფაქტორი, რომელმაც უარი განაცხადა ეგზიტპოლში მონაწილეობაზე. ამომრჩევლის 33%-მა უარი განაცხადა ეპასუხა ეგზიტპოლის შეკითხვისთვის. ეს არის სრულიად ბუნებრივი იმ პირობებში რომელიც შექმნა ხელისუფლებამ. ჩვენ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ისინი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან. სწორედ ამ ადამიანების ხმების ხარჯზე „ნაციონალური მოძრაობა“ დაიკავებს პირველ ადგილს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიკუმისში ვითარება უკიდურესად დაძაბულია- შეკრებილია 200-მდე ადამიანი
შემდეგი სტატიაGFK-ს ვიცეპრეზიდენტმის განცხადებით, ბარიერის გადალახვის შანსი კიდევ 3 პარტიას აქვს