დავით ბაქრაძე – მიხეილ სააკაშვილი ჩამოსვლას თუ აპირებს, ჩამოვიდეს და პასუხისმგებლობა აიღოს, თუ არ აპირებს, მაშინ თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას

„მინდა, აბსოლუტურად მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოსთვის ბრძოლის ხაზი გადის საქართველოზე. საქართველოსთვის ბრძოლის ხაზს ქმნიან ის ადამიანები, ვინც დღეს ამ დარბაზშია შეკრებილი – ოპოზიციის ლიდერები, ასევე ის ადამიანები, ვინც არჩევნებზე წავიდა და ხმა არ მისცა „ქართულ ოცნებას“ და ის ადამიანები, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ და მომავალშიც მიიღებენ მონაწილეობას. აი, აქ გადის საქართველოსთვის ბრძოლის პოლიტიკური ხაზი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენი პოზიცია მთელ საარჩევნო პერიოდში იყო ძალიან მკაფიო – ჩვენ მისი პრემიერ-მინისტრობის წინააღმდეგი ვიყავით და ვართ. ასევე, წინააღმდეგი ვართ ამ ქვეყანაში ნებისმიერი ახალი ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობის. მისი ჩამოსვლა/არ ჩამოსვლა პირადად მის მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა, ოღონდ უკეთესი იქნება თუ ჩამოყალიბდება. თუ ის აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არ აპირებს არ ჩამოსვლას, მაშინ უკეთესი იქნება, თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას, რომელსაც ასე ეფექტურად იყენებს ხელისუფლება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წალენჯიხის საოლქო კომისიას თბილისის, სამგორის უბნის სახელზე დაწერილი საჩივრით მიმართა
შემდეგი სტატიაცესკო-სთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების აქცია გაიმართა