დავით ბაქრაძე- მე ველოდები ქართული ოცნებისგან ამ ყველაფერზე პასუხს

დღევანდელ ვითარებაში ოკუპანტის გამართლება და მისთვის დამატებითი არგუმენტის მიცემა, რომ დამნაშავე არის საქართველო და არა რუსეთი ყველაზე კარგ შემთხვევაში არის სრული უპასუხისმგებლობა და იმის დადასტურება, რომ ქალბატონ ზურაბიშვილს წარმოდგენა არ აქვს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესზე – ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის კომენტარი სალომე ზურაბიშვილის 2008 წლის აგრესიაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

„ქალბატონმა ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო პირველი განცხადებით, რომ 2008 წელის აგრესია დაიწყო საქართველომ. დღევანდელ ვითარებაში ოკუპანტის გამართლება და მისთვის დამატებითი არგუმენტის მიცემა, რომ დამნაშავე არის საქართველო და არა რუსეთი ყველაზე კარგ შემთხვევაში არის სრული უპასუხისმგებლობა და იმის დადასტურება, რომ ქალბატონ ზურაბიშვილს წარმოდგენა არ აქვს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესზე, წარმოდგენა არ აქვს რა ძირითადი ამოცანების წინაშე დგას დღეს საქართველოს უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკა. ამიტომ მე ველოდები რეაქციებს ქართული ოცნებისგან, რომლის კანდიდატიც იქნება სალომე ზურაბიშვილი. ეთანხმება თუარა ქართული ოცნება იმას, რომ 2008 წლის აგრესია დაიწყო საქართველომ, ეთანხმება თუარა იმას ქართული ოცნება, რომ რუსეთი როგორც ოკუპანტი არ არის დამნაშავე 2008 წლის ტრაგედიაში, ასეულობით ათას დევნილში და ადგილნაცვალ ადამიანში რომელიც დღეს საქართველოში გვყავს და ეთანხმება თუ არა ქართული ოცნება ქალბატონი ზურაბიშვილის ხედვას, რომ დამნაშავე 2008 წლის ეპიზოდში გახლავთ საქართველო, რომელმაც დაიწყო ეს სამხედრო ინციდენტი, მე ველოდები ქართული ოცნებისგან ამ ყველაფერზე პასუხს.“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ

banner
წინა სტატიაშიფედერიკა მოგერინი : ევროკავშირი დღეს ისე, როგორც არასდროს, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას
შემდეგი სტატიაენის მოჩლექვით ლაპარაკმა არაფერი სასიკეთო არ მოუტანა იმ ქვეყნებს, ვინც ცდილობდა რუსეთის დამშვიდებას