დავით ბაქრაძე: კვორუმის გაზრდა სწორი ნაბიჯია

კვორუმის გაზრდა სწორი ნაბიჯია, რადგან მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალას საშუალება არ უნდა ჰქონდეს, რომ სანქცია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დაპატიმრებაზე გასცეს, ეს როგორც ორჯერ მოხდა ნიკა მელიას შემთხვევაში, როცა ვნახეთ, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხმებით ნიკა მელიას იმუნიტეტი ორჯერ მოუხსნეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, კვორუმის აწევა იმას ნიშნავს, რომ ერთი პარტია ვეღარ შეძლებს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დაპატიმრებას.

„ეს არ არის საკმარისი და არ ნიშნავს პოლიტიკური დევნის დასრულებას. პოლიტიკური დევნის დასრულება ბევრად უფრო მნიშვნელოვან კომპონენტები მოიცავს, მათ შორის პროკურატურის რეფორმას და გენერალური პროკურორის ახალი წესით არჩევას. ჯერ კიდევ შესასრულებელია უფრო რთული და მნიშვნელოვანი ეტაპები – სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმები“, – განაცხადა ბაქრაძემ.

 

banner
წინა სტატიაშივანის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოფენა – „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ გაიმართება
შემდეგი სტატიაკირკიტაძე: შარლ მიშელის დოკუმენტის შინაარსს ვიზიარებთ, თუმცა იქ არის პრობლემური ამნისტიის მუხლი