დავით ბაქრაძე : ყველა ერთად დავიცავთ ქვეყანას მომდევნო წლებში, ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობისგან

იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე ჩაივლის მშვიდობიანად, მშვიდად, ისე როგორც ეს ეკადრება ქართველი ხალხის არჩევანს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

„იმედი მაქვს, რომ ჩვენი ამომრჩეველი არ დაიზარებს არჩევნებზე მოსვლას, კიდევ ერთხელ მისი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებას. იმედი მაქვს, ყველა ერთად დავიცავთ ჩვენს ქვეყანას მომავალ წლებში ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობისგან, რაც იქნება ძალიან ცუდი საქართველოსთვის”, – განაცხადა ბაქრაძემ.

დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური ტარდება. მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმთაწმინდის მე-18 უბანზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია : დავით უსუფაშვილის “რესპუბლიკური პარტიიდან” წასვლაზე განსაკუთრებული კომენტარი არ მაქვს