დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციაზე კენჭისყრა ივლისის ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში გაიმართება

სახელმწიფოს მინისტრი დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ ევროპის პარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე საბოლოო კენჭისყრას ივლისის ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში გამართავს.

როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ძალიან მკაფიო გზავნილი იყო საქართველოს მხარდაჭერა ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ.

„რაც შეეხება პარლამენტის მიმართულებით, ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელიც მომხსენებელმა გამოიჩინა და მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას. ეს დოკუმენტი უკვე წარადგინა კომიტეტზე. 8 ივლისამდე არის პერიოდი, როდესაც შენიშვნები იქნება გათვალისწინებული. იმედი გვაქვს, ივლისის თვეშივე ან სექტემბრის დასაწყისში უკვე კომიტეტი საბოლოო კენჭისყრას ჩაატარებს. ეს შეიძლება იყოს ივლისის თვეშივე, ეს შეიძლება იყოს სექტემბრის დასაწყისშიც. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ იმ მხარდაჭერის რეალიზაციას, რომელიც მივიღეთ პოლიტიკურ დონეზე, ძალიან მაღალი დონის ლიდერებისგან, მოვახდენთ უახლოეს თვეებში”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატები” 27 მუნიციპალიტეტს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : ჩვენი ქვეყნის მომავალს მხოლოდ განათლებული ახალგაზრდები შექმნიან