დავით ბაქრაძე – გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად დასცილდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას

ინანულით მინდა აღვნიშნო, რომ გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად დასცილდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას, ისევე როგორც იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელზე დაყრდნობითაც ის 2004 წელს, თავის გუნდთან ერთად, იწყებდა ქვეყანაში რეფორმებს და აშენებდა დასავლურ, ტოლერანტულ, თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, – ასეთი განცხადება გააკეთა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

„მხედველობაში მაქვს გიგია ბოკერიას წინააღმდეგ წარმოებული შეტევა. მინდა, ვიყო ძალიან მკაფიო, პრობლემა არ არის გიგა ბოკერიას კრიტიკაში, პრობლემა არის იმაში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი
ლევან ვასაძისა და „ქართული მარშის“ ტერმინოლოგიის, მათი არგუმენტების გამოყენებით აკრიტიკება ვინმეს, მათ შორის თუნდაც, გიგია ბოკერიას. ეს ძალიან გულდასაწყვეტია. ეს არ არის პირველი ანტიდასავლური განცხადება ბოლო პერიოდში. ასევე, უაღრესად გულდასაწყვეტი და საგანგაშო იყო მისი განცხადება ზოგადად დასავლური კოლონიალიზმისა და მათი ამოცანების შესახებ. თუმცა, მთავარი ეს არ არის, მთავარია, რომ საკითხის ასე დაყენება, თითქოს ქართველ ხალხს ორი ალტერნატივა აქვს – ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, ფუნდამენტურად აზიანებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტს“, – განმარტა ბაქარაძემ.

მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ერთადერთი გზა არის, არჩევნებზე მოვიდეს რაც შეიძლება მეტი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი.

„თუ ჩვენ ვეტყვით, რომ მათი ერთადერთი არჩევანი არის მიხეილ სააკაშვილი, ძალიან ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, რომელსაც არ უნდა ბიძინა ივანიშვილი, უბრალოდ დარჩება სახლში, არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ამიტომ ერთადერთი გზა, რომ 2020 წელს დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, არის ის გზა, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მოიყვანოს რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი“,- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიაზე 29 სექტემბერს, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, მას გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვს. მისივე თქმით, ყველაფერი, რასაც გიგა ბოკერია აკეთებს, არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული.

banner
წინა სტატიაშიმასწავლებლებს, საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, სამართალდამცავებს, ჯარისკაცებს და ექიმებს ხელფასები, პენსიონერებს კი – პენსია ეზრდებათ
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – კოლეგა პოლიტიკოსებს მინდა მოვუწოდო, იყავით ხალხთან უფრო ახლოს