დავით ბაქრაძე – გადაწყვეტილების ცვლილება არ განიხილება

გადაწყვეტილების ცვლილება არ განიხილება, რამდენად მისაღებია ასეთი დარღვევების ფონზე პარლამენტის ლეგიტიმაცია, საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებას ოპოზიციისადმი, რომ პარლამენტში შევიდნენ.

ბაქრაძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელთან, ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიები არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრებენ და თავიანთ პოზიციას დააფიქსირებენ.

„ჩვენი პოზიცია უცვლელია. ქვეყანაში არის კრიზისი და ნდობის დეფიციტი. ყველა ნორმალურ დემოკრატიაში კრიზისის და ნდობის დეფიციტის გდასალახად იმართება არჩევნები, ხალხის მანდატის მისაღებად. ჩვენს სტუმარს გავაცნობთ ჩვენს პოზიციას, მოვისმენთ მათ არგუმენტებსაც და ვფიქრობთ, მოვახერხებთ, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან გვქონდეს შეჯერებული და კოორდინირებული პოზიცია. გადაწყვეტილების ცვლილება არ განიხილება. ის, რომ არჩევნებზე იყო უმძიმესი დარღვევები, დადასტურებულია მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. რამდენად მისაღებია ასეთი დარღვევების პირობებში ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია, საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია. ამიტომ ვისაუბრებთ უმძიმეს დარღვევებზე, რამაც შექმნა კრიზისი, რამაც შეუძლებელი გახადა ოპიზიციის შესვლა. ჩვენი თვითმიზანი არ არის პარლამენტში არშესვლა. ჩვენი თვითმიზანი იქნებოდა ნორმალური არჩევნების ჩატარება, პარლამენტში შესვლა და თუნდაც წაგების აღიარება, როგორც ეს წინა არჩევნებზე იყო“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციის წევრები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს, ფილიპ რიკერს ხვდებიან
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი – მნიშვნელოვანია, აშშ უფრო პროაქტიური გახდეს და მხარი დაუჭიროს სამშვიდობო მოლაპარაკებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე”