დავით ბაქრაძე „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობას ტოვებს

დავით ბაქრაძე „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობას ტოვებს.

გადაწყვეტილების შესახებ დავით ბაქრაძემ პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარტიის მომავალ ყრილობაზე თავისი კანდიდატურა თავმჯდომარეობაზე აღარ დააყენოს.

„ხანგრძლივი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ „ევროპული საქართველოს“ მომდევნო ყრილობაზე, რომელიც მაისში გაიმართება, როდესაც დადგება პარტიის თანამდებობის პირების არჩევის საკითხი, არ დავაყენო ჩემი თანამდებობა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. პარტიას სჭირდება განახლება. დღეს დაკვეთაა, რომ მოხდეს განახლება“, – განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიმელია – პუტინის რუსეთშიც არსებობს სასამართლო, პროკურატურა, პარლამენტი, მაგრამ ის არ არის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც არის ხალხის სამსახურში
შემდეგი სტატიანიკა მელია – ვადა ამოიწურა, უკანონო გირაოს არ გადავიხდი