დავით ბაქრაძე : „ევროპული საქართველო“ იღებს ვალდებულებას, რომ არ შეუქმნის კოალიციას ივანიშვილს და არ დაუჭერს მხარს სააკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 1, 2020 13:07

დავით ბაქრაძე : „ევროპული საქართველო“ იღებს ვალდებულებას, რომ არ შეუქმნის კოალიციას ივანიშვილს და არ დაუჭერს მხარს სააკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტია იღებს ვალდებულებას, რომ არ შექმნის კოალიციას „ქართულ ოცნებასთან“ და მხარს არ დაუჭერს მიხეილ სააკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე. ამის შესახებ ბაქრაძემ ქუთაისში, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ძალაში რჩება შეთანხმება ოპოზიციასთან და „ევროპული საქართველო“ თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატებს მხარს დაუჭერს.

„ევროპული საქართველო“ იღებს ვალდებულებას, რომ არ შეუქმნის კოალიციას ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, ვინაიდან ეს გუნდი, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა უმძიმეს კონომიკური კრიზისში მშვიდობიანად და პოლიტიკურად უნდა დასრულდეს ამ არჩევნებზე. მეორე – არ დავუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე, ვინაიდან მიგვაჩნია და დარწმუნებული ვართ, რომ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობის დრო დასრულდა და მომავალი ეკუთვნის კოალიციურ მმართველობს. ხაზს ვუსვამს, რომ განსხვავებით „ქართული ოცნების“ შემთხვევისგან, ვისთანაც არანაირი ფორმით არ ვაპირებთ თანამშრომლობას, ჩვენ მივიჩნევთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება ოპოზიციის ღირებულ ნაწილად და ძალაშია ყველა ის შეთანხმება, რომელიც გვაქვს თბილისის მაჟორიტარებთან დაკავშირებით; ბოლომდე შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 1, 2020 13:07