დავით ბაქრაძე: ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება

ევროპულ და ევროპატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრ, დავით ბაქრაძის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.

ბაქრაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ფაქტის წინააღმდეგ საზოგადოება გაერთიანდა.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირდაპირი, მიზანმიმართული ქმედება სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველაზე პოზიტიური, რაც ვნახეთ, არის გაერთიანებული საზოგადოება იმ დანაშაულის წინააღმდეგ, რომელიც განხორციელდა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიფარული ვიდეომასალა- პროკურატურამ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა?
შემდეგი სტატიაიანოშ ჰერმანი: მეც ნაწილი ვარ იმ საზოგადოების, რომელიც შოკირებული იყო