დავით ბაქრაძე: ეს არის „ოცნების“ ტაქტიკა, რომ საარჩევნოდ გადაიტანოს ყურადღება და ხალხის აქცენტი იმ სხვა თემებზე

მივეჩვიეთ, რომ ყველა არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ მართული პროკურატურა იწყებს სხვადასხვა საქმეებს ძალიან რეზონანსული და ხმამაღალი სახელებით, რაც ასევე რეზონანსულად შუქდება სახელისუფლებო არხების მხრიდან, ხოლო არჩევნების დასრულების შემდეგ, ეს საქმეები როგორც ხმამაღლა დაიწყო, ასევე აბსოლუტურად უხმაუროდ სრულდება, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძე ამბობს, რომ ეს არის „ოცნების“ ტაქტიკა, რომ საარჩევნოდ გადაიტანოს ყურადღება და ხალხის აქცენტი იმ სხვა თემებზე, არა იმ თემებზე რაც აწუხებს ხალხს.

„მოსახლეობას აწუხებს ეკონომიკური კრიზისი, მოსახლეობას აწუხებს უმუშევრობა, გაუფასურებული ლარი, აწუხებს კრიმინალი, „ოცნება“ პასუხს ვერ სცემს ამ შეკითხვებს, როგორ ვიცხოვრებთ ხვალ და ამიტომ, მათი ერთადერთი გამოსავალი არის მუდმივად წარსულში ყურება, მუდმივად ოპონენტების წინააღმდეგ არარსებული საქმეების აღძვრა და მუდმივად საზოგადოების ყურადღების გადატანა იმ პრობლემებიდან, რაც ხალხს აწუხებს დღეს. მით უმეტეს, როცა საკითხი ეხება დავით გარეჯს, ყველასთვის ემოციურად ძალიან მტკივნეულ თემას და ეს კეთდება დღეს, როცა კავკასია არის აფეთქების ზღვარზე, როცა მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში, მე მაქვს შეკითხვა ხელისუფლებასთან, რას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანს გადაეცა ქართული მიწა უკანონოდ, ჩვენ ტერიტორიულ პრეტენზიას ვუყენებთ აზერბაიჯანს? დღეს, როდესაც ისედაც ომის ზღვარზე დგას მთელი კავკასია, დღეს ხელისუფლება ტერიტორიულ პრეტენზიას უყენებს აზერბაიჯანს, ამას აკეთებს იმისთვის, რომ ეკონომიკური პრობლემები გადაფაროს, რომ საჩხერის მოდელი გადაფაროს; იმისთვის, რომ ოპოზიციას ებრძოლოს – დღეს მივდივართ იმ გზით, რომ ამ გამწვავებულ ვითარებაში აზერბაიჯანთან ახალი პრეტენზიების სერიას ვხსნით. ეს არის უმძიმესი პრობლემა, რომლის წინაშეც „ქართული ოცნება“ აყენებს ქვეყანას, რაც ადასტურებს ორ რამეს – პირველი, მათ არ აწუხებთ ეს ქვეყანა, არ აწუხებთ ამ ქვეყნის მოსახლეობის პრობლემები და მათი ერთადერთი ამოცანა არის ხელისუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად; მეორე გახლავთ ის, რომ „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ უნდა, გადაიტანოს ორპოლუსიან დაპირისპირებაში და ყველაფერი გადაიტანოს წარსულთან ბრძოლაში. ამიტომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ არ მივცეთ ამის საშუალება. ვაჩვენოთ მოსახლეობას, რომ ორი პოლუსი არ არის, მოსახლეობას აქვს მრავალფეროვანი არჩევანი და ეს არჩევანი უნდა ემსახურებოდეს არა მუდმივად წარსულის ნგრევას, არამედ მომავლის შენებას, ეს არის „ევროპული საქართველოს“ არჩევანი და 31 ოქტომბრის არჩევნები ემსახურებოდეს მომავლის შენების, ცვლილებების მოტანას, უკეთესობის მოტანას და არა კიდევ ერთხელ იგივე სპირალში შესვლას, რა ხდებოდა წარსულში და ვინ“, – აცხადებს ბაქრაძე.

დავით ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ნდობა პროკურატურისადმი არის ნული.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ
შემდეგი სტატიათიბისი ბიზნესისთვის არსებული გამოწევევის ფონზე სტარტაპ საწარმოების დაფინანსებას იწყებს