დავით ბაქრაძე: ეს არის არჩევნები, რომელმაც უნდა გვიშველოს

“ეს არის არჩევნები, რომელმაც უნდა გვიშველოს”, – ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა , დავით ბაქარაძემ ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენისას მხარდამჭერებს.

მან კანიდადატების წარდგენასთან ერთად დაპირებებიც გააჟღერა. ბაქრაძის განმარტებით, მცირე ბიზნესი, რომლის ყოველდღიური ბრუნვა არის 250 ლარზე ნაკლები გათავისუფლდება გადასახდისგან . პენსიონრები ნოემბრიდან 50 ლარით გაზრდილი პენსია, ხოლო პედაგოგებისთვის იანვრიდან მინიმალური ხელფასი 650 ლარი იქნება.

ბაქარაძის განმარტებით, ფინანსურუ დარღვევისთვის სისიხლის სამარტლის საქმე არ აღიძრება და მხოლოდ დაჯარიმდება. ბაქარძის მტკიცებით, “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების შემთხვევაში სუსი და ფინანსური პოლიცია გაუქმდება.

“ჩვენ ურთულესი ოთხი წელი გამოვიარეთ. ამ ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამე დავკარგეთ. ეკონომიკა დავკარგეთ, სამუშაო ადგილები დავკარგეთ, ლარის სიმყარე დავკარგეთ, სიმშვიდე და სტაბილურობა დავკარგეთ , ბევრი რამე დავკარგეთ “ქართული ოცნების” პირობებში”, – განაცხადა დავით ბაქარაძემ.

დავით ბაქარძემ დღეს ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატები წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: რუსთავი ინდუსტრიის უძველესი კერაა და აქ სამეწარმეო სულისკვეთება გენეტიკურად დევს