დავით ბაქრაძე: ჩვენს გუნდში არის მინიმუმ 4-5 ადამიანი, ვისაც შეუძლია იყოს პრემიერ-მინისტრი და ლიდერი

ჩვენს გუნდში არის მინიმუმ 4-5 ადამიანი, ვისაც შეუძლია იყოს პრემიერ-მინისტრი და ლიდერი, მაგრამ ჩვენი ამოსავალი წერტილი ის კი არ არის, რომ პიროვნებებს მოვარგოთ პოლიტიკა, ეს მეათასე ხარისხოვანია, ჩვენი მთავარი ამოცანაა, როგორ წავიყვანოთ ეს პროცესი ისე, რომ გარდამტეხი ცვლილებები მოვიტანოთ – დავით ბარქაძე
ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ევროპული საქართველოს მთავარი მიზანი არა პოლიტიკის კონკრეტულ პიროვნებაზე მორგება, არამედ გარდამტეხი ცვლილებების მოტანაა ქვეყანაში.
ბაქრაძემ აღნიშნა, რომ არჩევნების ამოცანა არა ცალკეული პოლიტიკოსის ბედის გადაწყვეტა, არამედ მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესება და მათთვის გარდამტეხი ცვლილებების მოტანაა.
„არჩევნების ამოცანა უნდა იყოს არა ცალკეული პოლიტიკოსის ბედის გადაწყვეტა, ვინ სად იქნება, არამედ ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი 4 მილიონი ადამიანისთვის ცხოვრების გაუმჯობესება. ეს არის ჩვენი მიდგომა. ამიტომ ჩვენ ამ პროცესში შევდივართ აბსოლუტურად ღია კარით.
ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში იყოს ქმედითი, კოალიციური მთავრობა, რომელიც მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან და წაიყვანს წინ.
ჩვენს გუნდში არის მინიმუმ 4-5 ადამიანი, ვისაც შეუძლია იყოს პრემიერ-მინისტრი და ლიდერი, მაგრამ ჩვენი ამოსავალი წერტილი ის კი არ არის, რომ პიროვნებებს მოვარგოთ პოლიტიკა, ეს მეათასე ხარისხოვანია, ჩვენი მთავარი ამოცანაა, როგორ წავიყვანოთ ეს პროცესი ისე, რომ გარდამტეხი ცვლილებები მოვიტანოთ“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატია“დღეს ქართულ პოლიტიკას სჭირდება საქმის გაკეთება, ახალი სტანდარტის შემოტანა, სწორედ ამ საქმით მოვდივართ ჩვენ” – მამუკა ხაზარაძე