დავით ბაქრაძე: ჩვენი კანდიდატები იბრძოლებენ ყველა უბანზე

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი სამეგრელოს პარტიის რაიონულ ორგანიზაციებს ხვდება. დავით ბაქრაძემ და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბექა ბასილაიამ სენაკსა და აბაშაში პარტიის წარმომადგენლებთან და აქტივისტებთან 8 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ისაუბრეს და მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია განიხილეს.

„სამეგრელოში შვიდი საარჩევნო ოლქიდან 6-ში ტარდება მეორე ტური და ექვსივეგან მონაწილეობენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. ამიტომ, პარტია მზად არის პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებისთვის. ჩვენი კანდიდატები იბრძოლებენ ყველა უბანზე,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობა ნარჩემაშვილი: დედას გეფიცებით, პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას მხარს არ დავუჭერ
შემდეგი სტატია“სასამართლოს უნდა მივცეთ შესაძლებლობა თვითონ გადაწყვიტოს, თვითონ გამოავლინოს და აირჩიოს ხელმძღვანელი “