დავით ბაქრაძე: ჩემს ნებისმირ გადაწყვეტილებას საფუძვლად ექნება პარტიის ერთიანობა, სიძლიერე და ბრძოლაში წარმატება

ნებისმიერ გადაწყვეტილებას ჩემს მომავლთან დაკავშირებულს, მივიღებ მხოლოდ პარტიის ერთიანობის, გაძლიერების და საერთო ბრძოლაში წარმატების მისაღწევად,- განუცხადა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ბაქრაძემ პარტიის ყრილობის დაწყებამდე.

უმცირესობის ლიდერის თქმით, პარტიაში მისთვის არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი სად და რა თანამდებობაზე იქნებოდა. მისივე განცხადებით, მთავარი, სადაც საკუთარ თავს ამ პარტიაში ხედავს, არის ბრძოლა იდეისთვის და ბრძოლა უკეთესი საქართველოსთვის,

„დღეს მთავარი განსახილველი თემა იქნება ყრილობის ჩატარების ფორმატი, მინდა აღვნიშნო, რომ პოლიტსაბჭო არის პარტიის კანონიერი მართველობითი ორგანო, ამიტომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული უმრავლესობის მხრიდან, ეს იქნება სავალდებულო პირადად ჩემთვისაც და სხვა წევრებისთვისაც. განხილვა იქნება მშვიდი და საქმიანი, დარწმუნებული ვარ ამ განხილვის შედეგი მოემსახურება „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებას იმ ბრძოლაში, რომელსაც ყველა ერთად ვაწარმოებთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. რაც შეეხება ლიდერის თემას, ეს იქნება ერთ-ერთი განსახილველი თემა. ამ თემასთან დაკავშირებით ხშირად ხდება პირადად ჩემთან აპელირება, რა იქნება ჩემი პოზიცია თავმჯომარესთან დაკავშირებით.

მთავარი, სადაც ჩემს თავს ამ პარტიაში ვხედავ არის ბრძოლა იდეისთვის და ბრძოლა უკეთესი საქართველოსთვის, რომელშიც ჩართულია პარტია, ამიტომ ნებისმირ გადაწყვეტილებას, რასაც მივიღებ, საფუძვლად ექნება პარტიის ერთიანობა, სიძლიერე და ჩვენ ბრძოლაში წარმატება“,- აღნიშნა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კაკაურიძე: მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით 4%-იანი ეკონომიკური ზრდაა გათვალისწინებული
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის ყრილობის გამართვის დეტალებზე მსჯელობენ