დავით ბაქრაძე: ასე მხიარულად მოვიგებთ არჩევნებს და წინ წავიყვანთ ჩვენს ქვეყანას

ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ვარდების მოედნიდან რუსთაველის გამზირის გავლით თბილისის პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. მხარდამჭერი აქცია სწორედ პარლამენტის შენობასთან დასრულდება.

“ვფიქრობ, საქართველომ დადებითი, პოზიტიური, მშვიდობიანი აქცია იხილა. ცვლილებები 3 დღეში აუცილებლად დადგება, ჩვენ ვგეგმავთ გამარჯვების. ამ ადამიანებს სჯერათ გამარჯვების და ჩვენ აუცილებლად გავიმაჯრვებთ. დღეს კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ახალი პოლიტიკური კულტურის დამამკვირდებელი ამ ქვეყანაში. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც მშვიდად ძალიან ლამაზად ატარებს, ყველანაირი ძალადობის და მოწოდებების გარეშე. ასეთი ძალა სჭირდება ქვეყანას, რომ მართონ ის მშვიდად. ეს შეუძლია ნაციონალურ მოძრაობას და არ შეუძლია ქართულ ოცნებას, რომელიც მუდმივად შიშებზე და გადატრიალებაზე საუბრობს.

“სამწუხაროა, რომ ქართული ოცნება პასუხს არ იღებს არაფერზე ამ ქვეყანაში, რაც ხდება. გუშინ გივი თარგამაძეს დააბრალეს, რომ თავი აიფეთქაო, 3 დღის წინ ზესუმზირის ჭამასთან დაკავშირებულ კონფლიქტს დააბრალეს ოქრუაშვილის დაცხრილვა, 6 თვის წინ გიგა ბოკერიას დააბრალეს კორცხელი. 4 წელია, ხან ეროვნულ ბანკს, ხან გარეფაქტორებს დააბრალეს ლარის გაუფასურება. ხალხს დააბრალეს, რომ, თურმე, ვერ ხვდებიან, რა კარგად ცხოვრობენ. მათ პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ. მათ ჰგონიათ, რომ მთავრობაში ყოფნა პრემიების აღება ჰგონიათ. ეს ასე არაა, მათ არ უნდათ პასუხისმგებლობა და ჩვენ მათ გავათავისუფლებთ ამისგან და გავიმარჯვებთ არჩევნებში,” – აცხადებს დავით ბაქრაძე.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროები საპარლამენტო არჩევნებში ხმას უკვე აძლევენ
შემდეგი სტატია,,ნაციონალური მოძრაობის” აქციას ცოცხშებმულმა დრონმა გადაუფრინა