დავით ბაქრაძე: არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ ვიზალიბერალიზაციას სხვა საკითხები განაპირობებს

არჩევნები მნიშნელოვანი საკითხია, მაგრამ ვიზალიბერალიზაციას განაპირობებს სხვა საკითხები და არა -არჩევნები,- ამის შესახებ 2030.news-ს სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძე განუცხადა.

„ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეფორმები საქართველომ დაასრულა 18 დეკემბერს, მეტიც, ამის შემდგომ ეს რეფორმები გრძელდება და ჩვენ სწორედ ამაზე ვესაუბრებით წევრ სახელმწიფოებს. ჩვენ მათ ვაჩვენებთ, როგორ თანამიმდევრულად ახორციელებს საქართველოს მიგრაციის, თავშესაფრის პოლიტიკის, კორუფციასთან, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა მიმართულებებით რეფორმებს. ეს არის ის საფუძველი, რომელიც განაპირობებს ვიზალიბერალიზაციას და არა, მაგალითად არჩევნები, რომელიც, რასაკვირველი, მნიშვნელოვანი საკითხია“,-აღნიშნა ბაქრაძემ.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობამ არევნებთან მიმართებაში პასუხისმგებლობა აიღო ასოცირების შეთანხმების კუთხით.

„ეს შეთანხმება, მისი თანამიმდევრული და დროული შესრულება, რომლითაც საქართველო გამოირჩევა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ასოცირების ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის, არის მნიშნელოვანი. მისი ნაწილი არის არჩევნების თემატიკა, მაგრამ ეს არ არის ვიზალიბერალიზაციის თემატიკა. ჩვენ საკმარისი ინსტრუმენტები გვაქვს, რომ მოვახდინოთ სწორედ რეფორმირების პროცესი და ჩვენ ამაზე თანმიმდევრულად ვმუშაობთ“,-განცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მისივე თქით, ვიზალიბერალიზაცია არის პოლიტიკური ნაბიჯია, „რომლითაც ევროპა გვიღებს კარს, რომლითაც ჩვენს მაგალითს აჩვენებს რეგიონის სხვა სახელმწიფოებს, სწორ გზავნილს უგზავნის ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, აი ეს მნიშვნელობა, ვფიქრობ, სწორედ ისაა, რაზეც უნდა ვესაუბროთ ბატონ დაულს, „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტს, როემლიც თბილისში ჩამოდის“, – განცხადა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ კითხვის ნიშნები, რომლებიც დაულმა დასვა თავის განცხადებაში, ზიანს აყენებს სწორედ ამ პროცესს.

„ვიზალიბერალიზაციის პროცესში ჩვენ არ ველოდებით რაიმე შეფერხებას, ამის საფუძველი არ გვაქვს, მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ევროპარლამენტარებთან, მათ შორის „სახალხო პარტიის“ წევრებთან, რომლებიც მხარს უჭერენ ამ პროცესს. მეტიც, უფრო შორსაც მიდიან და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის უზრუნველყოფასაც მოუწოდებენ კომისი. 21 იანვრის რეზოლუციას 335 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, აქედან ძალიან დიდი ნაწილი სწორედ სახალხო პარტიის წევრები იყვნენ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ჩვენ რაიმე პრობლემებს არ უნდა ველოდოთ“,-განუცხადა 2030-ს დავით ბაქრაძემ.

ტელეკომპნაია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტის ჯოზეფ დაულის ინტერვიუ. ინტერვიუში ჯოზეფ დაული ამბობს, რომ “საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილებას“.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ნამდვილად არ ვაპირებ არსად გადადგომას
შემდეგი სტატია“ჩვენი შვილების დაშანტაჟების უფლებას არ მოგცემთ!”- ლაგაზიძე ხელისუფლებას მიმართავს