დავით ბაქრაძე : არ არსებობს ნახევარი შეთანხმების შესრულება, შეთანმხება სრულდება მთლიანად ან არ სრულდება

არ არსებობს ნახევარი შეთანხმების შესრულება, შეთანმხება სრულდება მთლიანად ან არ სრულდება – ამის შესახებ განცხადება, „ევროპული საქართველოს“ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლება მხოლოდ საარჩევნო პროპორციების ნაწილზე საუბრობს მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო შეთანხმება პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და ლიდერების გათავისუფლებასაც მოიცავს.

„საკონსტიტუციო შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან – ეს არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ლიდერების გათავისუფლება და საარჩევნო პროპორციების ნაწილი. როდესაც „ქართული ოცნება“ საუბრობს მხოლოდ საარჩევნო პროპორციების ნაწილზე, მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ შეთანხმება სანახევროდ ვერ შესრულდება, არ არსებობს ნახევარი შეთანხმების შესრულება. შეთანმხება სრულდება მთლიანად ან არ სრულდება. ეს რომ არ არის მხოლოდ ოპოზიციის პოზიცია, კიდევ ერთხელ დადასტურა ირაკლი ოქრუაშვილის მისჯის შემდეგ აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოების განცხადებამ. ჩვენც და ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც ამ შეთანხმებას განვიხილავთ, როგორც ერთ მთლიანს, როგორც ორი ელემენტისგან შემდგარს – პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და საარჩევნო პროპორციები. შეთანხმების შესრულება ნიშნავს ორივე ელემენტის შესრულებას. მხოლოდ ნახევრის შეთანხმებით შეთანხმება ვერ შესრულდება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, შეთანხმების ორივე ნაწილზე ისაუბრონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ საარჩევნო პროპორციების ნაწილს მხარს არ დაუჭერენ.

„ოცნებას“ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ კარგად გაიაზრონ მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობა, ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი უცხოელი პარტნიორების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა და როდესაც საუბრობენ შეთანხმების შესრულებაზე, ისაუბრონ შეთანხმების ორივე ნაწილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ შეთანხმებას შესრულებულად ვერ ჩავთვლით და მხოლოდ ნახევარს, სადაც საუბარი არის საარჩევნო პროპორციებზე, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში , აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, სასურსათო დახმარება მიიღეს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – 11 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება, გარდა ამისა, ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით, ეს არ ეხება მოლებს