დავით ბაქრაძე არ ადასტურებს, რომ “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 9, 2018 11:21

დავით ბაქრაძე არ ადასტურებს, რომ “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება

“ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე არ ადასტურებს, რომ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება და აცხადებს, რომ პარტიაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევად.

კითხვაზე, “ევროპული საქართველოს” კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, შევა თუ არა ის ავლაბრის რეზიდენციაში, ბაქრაძემ განმარტა, რომ მათი კანდიდატი პრეზიდენტის რეზიდენციაში იმუშავებს.

“სახელმწიფოს გააჩნია ინსტიტუციები და ერთ-ერთი გახლავთ პრეზიდენტის ინსტიტუტი, ამიტომ საუბარი იმაზე თუ რა ფართი უნდა ეკავოს, რამდენი კვადრატული მეტრი ეკუთვნის პრეზიდენტს, ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება და მისი დაკნინების მცდელობა. საუბარი არ არის ფართზე ან შენობაზე, აქ საუბარია იმაზე, რომ თუ საქართველო არის სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუციებს ეკუთვნის შესაბამისი პატივისცემა. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ადგილი არის პრეზიდენტის სასახლეში და მე მგონი, ეს თემა ერათხელ და სამუდამოდ დახურული უნდა იყოს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 9, 2018 11:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,319
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics