დავით ბაქრაძე : ახალ ადმინისტრაციებს ამერიკასა და საქართველოში ექნებათ დიდი სივრცე, რათა განვავითაროთ ურთიერთობები

ახალ ადმინისტრაციებს ამერიკასა და საქართველოში ექნებათ ძალიან დიდი სივრცე, რომ განვავითაროთ ურთიერთობები,- ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ში საქართველოს მომავალმა ელჩმა, დავით ბაქრაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის მხრიდან არსებობს დიდი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, როგორც დემოკრატებში, ისე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებში და მიუხედავად იმისა, რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს, საგარეო პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება.

“ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი. დაახლოებით ორ საათში გვეცოდინება, რა არჩევანს გააკეთებს ამერიკელი ხალხი. ნებისმიერ შემთხვევაში, იმ სტრატეგიული ურთიერთობიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოსა და ამერიკას აქვთ, დინამიზმი გაიზრდება; ახალ ადმინისტრაიცებს ამერიკასა და საქართველოში ექნებათ ძალიან დიდი სივრცე, რათა განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები”, – აღნიშნა დავით ბაქარაძემ.

დავით ბაქრაძე, საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ იმყოფება, სადაც აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი: აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის მომავალზე
შემდეგი სტატიაBBC: ტრამპი ფლორიდაში იმარჯვებს, კლინტონს მოგების მცირე შანსი აქვს