დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შემდეგი შეხვედრა ხვალ გაიმართება

გარკვეულ საკითხებზე პოზიციების დაახლოება მოხერხდა, მაგრამ დარჩენილია რამდენიმე მთავარი საკითხი, სადაც პოზიციები ერთმანეთთან ვერ დაახლოვდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შემდეგი შეხვედრა ხვალ გაიმართება.

„ბოდიში უნდა მოგიხადოთ, რადგან ელჩების თხოვნით დღეს დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. შემიძლია გითხრათ, რომ იყო გარკვეული საკითხები, სადაც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, მაგრამ დარჩენილია რამდენიმე მთავარი საკითხი, სადაც პოზიციები ერთმანეთთან ვერ დაახლოვდა, ამიტომ გაგრძელდება პროცესი. შემდეგი შეხვედრა ხვალ იქნება და იმედი მაქვს, ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ უკვე ნამდვილად შეგვეძლება საზოგადოებას დეტალები გავაცნოთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი – თითქოს რაღაც უკეთესობის ნიშნები გამოიკვეთა საარჩევნო რეფორმის ხაზით
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე – „გირჩი“ კი არ დაიშალა, გაიშალა, ბევრი „გირჩი“ იქნება