დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შვილის ცემის კადრების გამოქვეყნებით ემუქრება

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შვილის ცემის კადრების გამოქვეყნებით ემუქრება, – ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა განაცხადა.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დავით მუხრანელი ცდილობს დაგვიყოლიოს, რომ დავა შევწყვიტოთ და ამას სხვადასხვა მეთოდით ახდენს. ჯერ სთხოვა ანას, შემდეგ თანხა შესთავაზა, რომ არ გაგვესაჩივრებინა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. მას შემდეგ რაც მან უარი მიიღო, ბოლოს შემოგვითვალა მუქარა. თუ ერთი კვირის განმავლობაში არ შევწყვეტდით ყველა დავას, გაასაჯაროვებდა კომპრომატს ანას წინააღმდეგ. დავით ბაგრატიონის თქმით, მას აქვს მტკიცებულება ანას მიერ შვილის, გიორგის ცემის. მსგავსი რამ რეალურად არ არსებობს და ეს არის სიცრუე. სწორედ ასე გეგმავენ შავი პიარის აგორებას ახლა ანას წინააღმდეგ. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენზე ეს მუქარა არ გაჭრის და არანაირი დავის შეწყვეტას არ ვაპირებთ. მუქარის აუდიო ჩანაწერი არსებობს კანონიერი გზით მოპოვებული და აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ გავასაჯაროებთ. ჩანაწერში ვსაუბრობთ ორი ადვოკატი და დავით ბაგრატიონის ადვოკატი საუბრობდა სწორედ მისი სახელით“, – განაცხადა გორელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი : ჩვენ გაგვიხსნეს კარი, რათა ეკონომიკური პოტენციალი მივმართოთ მთავარი მიზნისკენ – ევროკავშირში გაწევრიანებისკენ
შემდეგი სტატია„მე ნუ მეკითხებით“ – ქობულია შესაძლოა, გადააყენონ