დავით არახამიას ჭკუის სასწავლებელი საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი სჭირს – ღუდუშაური

არახამიას ვუპასუხებდი, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, ქართველი ხალხი არის ამაყი, ძალიან დიდი ისტორიის მქონე ხალხი, მას ვურჩევდი, საქართველოს და ჩვენს ხელისუფლებას ვიდრე რაიმეს ურჩევს, მით უმეტეს ასეთ მტკიცებით ფორმაში და რაიმე ჭკუის დარიგებას დაგვიწყებს, ჯერ იქნებ ეს ქართულად გვითხრას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ომში მყოფ ქვეყანასთან მიმართებით პოზიცია მკაფიო აქვს.

„ჩვენ ვდგავართ უკრაინელ ხალხთან ერთად, ვუსურვებთ უკრაინას ბუნებრივია გამარჯვებას და დროულად ვუსურვებთ სტაბილურ მშვიდობას, ისეთი როგორიც არის მათ ინტერესებში, თუმცა არახამია ვერ და არ წარმოადგენს უკრაინელ ხალხს და უკრაინას მთლიანად. მისი ცალკეული შეფასებები და სუბიექტური მოსაზრებები არის ცნობილი ყველასთვის. აქედან გამომდინარე, დავით არახამიას ჭკუის სასწავლებელი საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი სჭირს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

banner
წინა სტატიაშიღუდუშაური – დასავლელი პარტნიორები თუ გვეტყვიან, რომ აღარ არის რელევანტური დეოლიგარქიზაციაზე კანონი, ჩავხსნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კანონი იქნება მიღებული
შემდეგი სტატიაროცა ჩაჯდება ვიღაცების თავში, რომ საქართველოს არაფერი გაუკეთებია, მერე რთულია ამტკიცო რომ გააკეთა – ბოჭორიშვილი