უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამია სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
„დღეს პირადად გავიცანი ნიკა გვარამია, რომელიც ჩემი მოწვევით ჩამოვიდა უკრაინის რადაში. ძალიან სწრაფად ვიპოვეთ საერთო ენა და ძალიან სწრაფად მივხვდი, რატომ ჰყავდა დატყვევებული ივანიშვილს სწორედ ნიკა. ვილაპარაკეთ უკრაინაზე, საქართველოზე და ჩვენს საერთო ტკივილზე – აფხაზეთზე.
მტერმა საკუთარი სახლებიდან დევნილებად გვაქცია, მაგრამ ჩვენ არასდროს ვტოვებთ სამშობლოს მტრის ხელში. ჩვენ არ ვნებდებით, ჩვენს მეხსიერებაში ყველაზე მკაფიოდ ჩვენი სახლების მისამართები ცოცხლობს.
ყველაფერი გამოვა, ყველაფერი კარგად იქნება!“ – წერს დავით არახამია.