დავით არახამია დაჟინებით ითხოვდა არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი – ღარიბაშვილი

ქართული ოპოზიციის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებებში უკვე უკრაინის ხელისუფლება დაადანაშაულა. საქართველოს პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ რადას ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია დაჟინებით ითხოვდა, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიენიჭებინათ:

ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და მათი პარტნიორი, რომელიც ევროპაში, ამერიკაში, ეს მე ვიცი ჩვენი ამერიკელი და ევროპელი კოლეგების მხრიდან, რომელიც დაჟინებით ითხოვდა არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი, თქვენთან ერთად ძვირფასო ოპონენტებო, იყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი ბატონი არახამია, რომელიც თქვენი მეგობარია. და პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენეს ევროპას, რომ თუ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ძალიან გულდაწყევეტილები დარჩებოდნენ. ჩვენ საჯაროდ მოვისმინეთ ბატონი არახამია, ქართულ გვარის მატარებელი, გამოდის სამარცხვინო ბრალდებებით.” განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშიმთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, რადგან არიან ხელისუფლებაში, მაგრამ არ შეუძლია სასწაულების მოხდენა, თუ არ არსებობს რეალური თანამშრომლობის სურვილი პარლამენტში – კალიურანდი
შემდეგი სტატიასულ ტყუილად ცდილობთ, აქცია მიითვისოთ… იქ ენმ უმცირესობაში იყო – ზარქუა დეკანოიძეს