დავით აღმაშენებლის გამზირზე შენობის რეაბილიტაციის დროს კედლის მხატვრობა აღმოაჩინეს

თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირ N26 – ში მდებარე ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარეობს. სადარბაზოს კედლებზე XX საუკუნის მხატვრობა აღმოჩნდა, რომლის სრულ წარმოჩენაზე რესტავრატორები მუშაობენ.

რესტავრაციის დროს აღმოჩენილი მხატვრული ფრაგმენტები მთლიანად სადარბაზოს კედლებსა და კიბის უჯრედებზეა გამოსახული.

თბილისის განვითარების ფონდის ინფორმაციით, სარესტავრაციო პროცესში შენობის ბოლო სართულზე, საღებავის გადაფხეკისას, კიდევ ერთი საინტერესო ფრაგმენტი – ბროწეულის გამოსახულებები აღმოჩნდა.

როგორც ფონდში აცხადებენ, დავით აღმაშენებლის N26 – ში მდებარე სადარბაზოს მხატვრობა „ახალი ტფილისის” რეაბილიტაციის პროცესში პირვანდელი სახით შენარჩუნდება.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიათბილისი ბუნებრივი აირის დამატებით რაოდენობას მიიღებს