დავინტერესდებით, რატომ ლაპარაკობს ეს ადამიანი იმას, რაც არავის დაუვალებია – მდინარაძე ფარულ ჩანაწეზე

აუცილებლად დავინტერესდებით მე და მმართველი გუნდი, თუ რატომ ლაპარაკობს ეს ადამიანი იმას, რაც არავის დაუვალებია, – ასე ეხმაურება მამუკა მდინარაძე “კურიერის” გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, სადაც ზუგდიდში, ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაზეა საუბარი.

მდინარაძის განცხადებით, აღნიშნული პირი საუბრობს იმის საწინააღმდეგოდ, რასაც მას პარტიულ თათბირებზე ეუბნებიან და ამ ყველაფერს ექნება თავისი მიზეზი, რომელიც აუცილებლად უნდა დადგინდეს.

“დარწმუნებული ვარ, ამას ექნება თავისი მიზეზები. მმართველი გუნდის ყველა ლიდერი დაინტერესდება, თუ რატომ არის ამ ადამიანის პოზიცია არაადეკვატური ჩვენი პოზიციისგან. ყველა პარტიულ თათბირზე ამ ადამიანებს ავალებდნენ სრულიად საპირისპიროს, რომ მოგებული არჩევნები არ უნდა წააგოს მმართველმა გუნდმა ვიღაცების არასწორი ლაპარაკით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში მომხდარზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე და ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა