დავინჩის ,,ქრისტე,, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნახატი გახდა

ამერიკული მედიის ცნობით, ლეონარდო და ვინჩის “Salvator Mundi” (მსოფლიოს მხსნელი) აუქციონზე დღემდე ყველაზე ძვირად გაყიდული ტილო გახდა. აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში მდებარე კრისტის აუქციონის ფილიალში გატანილი რენესანსის ეპოქის ცნობილი იტალიელი მხატვრის ლეონარდო და ვინჩის მიერ დახატული ,,იესო ქრისტე,, – 450 მილიონ დოლარად გაიყიდა.

16-ე საუკუნეში შექმნილი ტილოს ერთ-ერთი პირველი მფლობელი ინგლისის მეფე ჩარლზ I იყო თუმცა დროთა განმავლობაში ნახატი რამდენიმეჯერ დაიკარგა და 1900-იან წლებამდე  დაკარგულად ითვლებოდა. 20-ე საუკუნის პირველ ნახევარში, ნახატი ინგლისელმა კოლექციონერმა შეიძინა, თუმცა,  სპეციალისტებს ეგონათ და ვინჩის ორიგინალი არ იყო და ამიტომ ის, 1958 წელს 60 დოლარად გაიყიდა.

2005 წლის შემდეგომ ჩატარებული სამუშაოებით დადასტურდა დაზიანებული ტილოს ორიგინალურობა და იგი აღადგინეს.  ტილოს ბოლო მფლობელი რუსი მილიარდერი დიმიტრი რიბოლოვლევი იყო, რომელმაც “Salvator Mundi” 127,5 მილიონ დოლარად შეიძინა.

banner
წინა სტატიაშისოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ბელორუსიის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაISIS-თან დაკავშირებით აშშ-მ რუსეთის შეთავაზება არ მიიღო