11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

“დავილაპარაკებთ აუცილებლად” – ზურაბ ჯაფარიძეს თქმით, გიორგი ვაშაძეს ჩართულობა პროცესს გააძლიერებს

ზურა ჯაფარიძე ფიქრობს, რომ გიორგი ვაშაძის ჩართულობა პროცეს გააძლიერებს. “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერის თქმით, პროცესში ჩართვამდე, ჯერ აუცილებელია ვაშაძემ ადაპტაცია გაიაროს და დრო ოჯახთან გაატაროს.

“გიორგის ჩართვა, ჩემი აზრის გააძლიერებს პროცესს, უბრალოდ მე მგონია, რომ რამდენიმე დღე უნდა მივცეთ, რომ ოჯახთან გაატაროს და ადაპტაცია გაიაროს. ახლა კი საუბრობს და კომენტარებს იძლევა, მაგრამ მე ხომ ვიცი, რა განცდაც არის ხალხი და ღია სივრცეები რომ გამოდიხარ, ცოტა უცნაური განცდაა. ეგეც ეიფორიის მაგვარ რაღაცაშია და ცოტა დრო სჭირდება, რომ დალაგდეს, მერე დავილაპარაკებთ აუცილებლად”, – აცხადებს ჯაფარიძე .

ცნობისთვის, “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დღეს დილას დატოვა.

banner
წინა სტატიაში“მეტი ორგანიზება, მეტი სისტემურობა, მეტი შეკავშირება” – გიორგი ვაშაძე ერს ერთიანობისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატია24-25 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ხოლო 26 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება