დავიდ ქემერონი: ევროკავშირიდან გასვლა დიდ ბრიტანეთში ფასების ზრდას და ხელფასების შემცირებას გამოიწვევს

ბრიტანეთის პრემიერმა, დევიდ კემერონმა და ბრიტანეთის სავაჭრო გაერთიანების კონგრესის ყოფილმა მდივანმა, ბრენდან ბარბერმა, ბრიტანელები ევროკავშირიდან გამოსვლის შემთხევვაში, ქვეყანაში შესაძლო მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე გააფრთხილეს.
ერთობლივ პუბლიკაციაში, რომელიც „გარდიანმა“ გამოაქვეყნა, კემერონი და ბარბერი აღნიშნავენ, რომ ბრიტანეთის გაერთიანებიდან გასვლა ხელფასებზე და ფასებზე იმოქმედებს.
„ნაკლებად ღია ვაჭრობა მრეწველობის შემცირებას გამოიწვევს. არა აქვს მნიშვნელობა სად მუშაობთ, ავტოქარხანასა თუ ფაბრიკაში, მაღაზიასა თუ ოფისში: თქვენ სახლში ნაკლებ ფულს მიიტანთ ყოველი თვის ბოლოს, ვიდრე მიგქონდათ, იმ შემთხვევაში, თუკი ევროკავშირიდან გამოვალთ“ – წერენ პოლიტიკოსები.
მათი აზრით, ევროკავშირის დატოვება პირველ რიგში იმ ოჯახებზე იმოქმედებს, რომლებიც ისედაც გაჭირვებით ცხოვრობენ, რადგანაც ცხოვრების ღირებულება მკვეთრად მოიმატებს, სამუშაო ადგილების რიცხვი კი შემცირდება.
„ფუნტის დასუსტება ინფლაციის მატებას ნიშნავს, რაც ყოველდღიურ პროდუქტებზე ფასს გაზრდის, ტანსაცმელზე, ბენზინზე – ყველაფერზე, რომლის იმპორტირებასაც ჩვენ ვახდენთ სხვადასხვა ქვეყნებიდან“ – საუბარია სტატიაში.
საერთო ეროვნული რეფერენდუმი, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას ეხება, 23 ივნისს ჩატარდება.

banner
წინა სტატიაში“გამოვთქვამ იმედს, რომ ამ ღონისძიებიდან წასულები განსხვავებულად დააფასებთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობას”
შემდეგი სტატიაარასამთავრობო სექტორი სუს-ის რეფორმას ითხოვს