დავგეგმავთ შეხვედრას მედიის წარმომადგენლებთან – კობახიძე მედია ორგანიზაციების მიმართვას პასუხობს

მედია ორგანიზაციების პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვას, სადაც მაუწყებლის შესახებ კანონის გადახედვას ითხოვენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში დაიგეგმება შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან.

„ჩვენ მზად ვართ კონსულტაციების გაგრძელებისთვის, რაც არა ერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენ მზად ვართ შეხვედრებისთვის და სავარაუდოდ, ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ ჩვენ დავგეგმავთ შეხვედრას მედიის წარმომადგენლებთან,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიე.წ. სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეთა ნაწილს სამართალდამცავები ხელმეორედ კითხავენ
შემდეგი სტატია„ჩვენ გვირჩევნია, რომ საკუთარ შიდა კვლევებს დავეყრდნოთ” – ირაკლი კობახიძე