“დაველოდოთ გამოძიების შედეგებს” – კახა კუჭავა სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე

ეს არ იყო განცხადება, ეს იყო ფაქტებზე დაფუძნებული გამოძიების დაწყება, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სუს-ის მიერ აუდიომასალების გამოქვეყნებას, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე წარმოებულ გამოძიებას ეხებოდა.

კუჭავას განმარტებით, არის თუ არა ჩანაწერებში დანაშაულის შემცველი ნიშნები, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

„მე მგონი, ერთ ადამიანზე არ იყო საუბარი, ერთი ადამიანის ჩანაწერი იყო, რაც უბრალოდ გამოაქვეყნეს, თუმცა მე წინასწარ არ გავუსწრებ მოვლენებს, გამოძიებას ვგულისხმობ, არც არასდროს გამიკეთებია ეს, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ამის მერე გავაკეთოთ შეფასებები. ფაქტი ერთია, ეს არ იყო განცხადება, ეს იყო ფაქტებზე დაფუძნებული გამოძიების დაწყების მსვლელობა. არ ვაკეთებ შეფასებას ერთი განცხადებით და კადრების ნახვით, არის თუ არა დანაშაულის შემცველი ნიშნები, ამაზე უნდა ისაუბროს გამოძიებამ და ზუსტად გამოძიებამ უნდა აჩვენოს ყველას ყველა ფაქტი და ყველა მტკიცებულება, თუ არსებობს. გამოძიება როცა დასრულდება, ის აჩვენებს, საბოლოო ჯამში, თუ ვინ არის დამნაშავე და არის თუ არა დანაშაულის შემცველი ნიშნები, სასამართლო გადაწყვეტს“, – განაცხადა კუჭავამ

banner
წინა სტატიაშიკუჭავა – ხმა მივეცი კახა კალაძეს
შემდეგი სტატიაჩიქოვანი – მე ხმა მივეცი მამუკა წოწერიას, პოზიტიური მოლოდინი გვაქვს