“დაველოდებით სანამ ისევ დააანონსებენ და მაინც არ ჩავატარებინებთ” – ვასაძე შს სამინისტროსთან მივიდა

ღირსების მარშის გადადების მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები მაინც შეიკრიბნენ.

ისინი მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, რათა ე.წ. “ღირსების მარში” თბილისში არასდროს შედგეს.

„არანაირი პრაიდი საქართველოში არასდროს არ ჩატარდება. რახან იყო დაანონსებული,რ ომ აქ აპირებდნენ დღეს დილას შეკრებას მოვედით. ჩვენ არ დავიღლებით. აქედან მივდივართ ვერის ბაღში. ვერის ბაღში მოვა მრავალი ჩვენი მხარდამჭერი. დაველოდებით სანამ ისევ დააანონსებენ და მაინც არ ჩავატარებინებთ,“-ამბობს ვასაძე.

დღის ბოლოს სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ვასაძე ამბობს, რომ თუ პოლიციის კორდონი იქნება, ისინი მას გაარღვევენ, მონაწილეებს კი გამოათრევენ.

banner
წინა სტატიაშიგადახედეთ რუსული პროპაგანდის გამოხმაურებებს და იქნებ მიხვდეთ, საით მიაქანებთ ქვეყანას
შემდეგი სტატია„თბილისი პრაიდის” ღონისძიება დღეს აღარ გაიმართება