დავეხმაროთ გიორგი ჯანაშიას!

ჩერნოვეცკის ფონდი ავრცელებს ვიდეომასალას 11 წლის გიორგი ჯანაშიას შესახებ, რომელიც თავის ტვინის ჰიდროცეფალიით არის დაავადებული.
გიორგის დედის თქმით, მშობიარობის დროს ექიმებს ახალშობილი ხელიდან გაუვარდათ და ბავშვმა მიიღო თავის ტვინის ტრავმა.
თამარ კაკაშვილი მარტო უვლის ავადმყოფ შვილს. როდესაც ბავშვი 2 წლის იყო, დედამ გაყიდა სახლი და აღებული თანხა გიორგის მკურნალობას მოახმარა. ამჟამად გიორგის მკურნალობის გაგრძელება ესაჭიროება, თუმცა მის ოჯახს ამის საშუალება არ გააჩნია. სოციალური შემწეობის 200 ლარი და 180 ლარის ოდენობის პენსია – ეს არის ამ ოჯახის მთელი შემოსავალი. მათ საკუთარი საცხოვრებელიც კი არ გააჩნიათ.
„ძალიან მიჭირს სულიერად და მატერიალურად, ხშირად ვტირი და ღმერთს შევსთხოვ, რომ შეგვიმსუბუქოს ეს მძიმე ყოფა…“, – ამბობს თამარ კაკაშვილი.
იორგის დასახმარებლად თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის საიტიდან.

 

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/gocha.khundadze/videos/1940099302679594/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

 

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე – რუსულ მხარეს ვურჩევთ, სხვების დადანაშაულების ნაცვლად, თვითკრიტიკულად გაიაზროს ვითარება
შემდეგი სტატია„გაცოცხლებული წიგნი“, ვირტუალური ცდები და რეალური შეგრძნებები – უალტერნატივო გამოგონება ტექნიკური უნივერსიტეტისგან