დავძლევთ ვეტოს თუ ის იქნა გამოყენებული – კილაძე მაუწყებლის შესახებ კანონზე

მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების სისწორეში საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია. მმართველი გუნდი საჭიროების შემთხვევაში, ვეტოს დასაძლევად მზად არის. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი სოფიო კილაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ ვეტოს ხშირი გამოყენება ბევრი ეჭვსა და კითხვის ნიშანს აჩენს.
„ცოტა საკვირველი არის ვეტოს გამოყენების ასეთი სიხშირე, რაც ძალიან დიდ ეჭვებს მიჩენს მე პირადად, რომ ის თავისი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს. ჩვენ როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მხარს ვუჭერდით საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებას და მის განვითარება-გაძლიერებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყავით ამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული და რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებას და დავძლევთ ამ ვეტოს თუ ის იქნა გამოყენებული,“ – ამბობს სოფიო კილაძე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, პრეზიდენტს სამი დღე რჩება. საუბარია კანონთან დაკავშირებით ვეტოს შესაძლო გამოყენებაზე. პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონი 22 დეკემბერს დაამტკიცა.
ცვლილებებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში.

banner
წინა სტატიაშიგამოძიება უნდა ჩატარდეს მაქსიმალურად სწრაფად – პანკისში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების დასრულებას ელოდებიან
შემდეგი სტატია“ვფიქრობ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზეც” – ელისაშვილი