“დავძლევთ ვეტოს და მერე გიპასუხებთ ყველაფერს რა… რა ოჯახის წევრებზე, მე და ჩემი მეუღლე ვართ, რაც იქნება, ის იქნება. შიში რას ნიშნავს, რისი უნდა შემეშინდეს. [დეპუტატების შვილებიც ვერ ისწავლიან ამერიკაში] ისწავლეს ჩემებმა უკვე საქართველოში”.- ამბობს დეპუტატი ირაკლი მეძმარიაშვილი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით.