მე დავბრუნდები ჩემს სახლში, უკრაინაში, ძალიან მალე, იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე ეს სასაზღვრო სამსახურს წარმოუდგენია

„მე დავბრუნდები ჩემს სახლში, უკრაინაში, ძალიან მალე, იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე ეს სასაზღვრო სამსახურს წარმოუდგენია, რომელმაც მე უკრაინაში შესვლა 3 წლით ამიკრძალა“,- წერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.
„მოდით დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი: მე ქვეყნიდან გამაძევა შიშისგან შეშლილმა „ბარიგამ“ და რატომღაც ის და მისი ბანდა ფიქრობს, რომ კიდევ სამი წლის განმავლობაში დარჩებიან ხელისუფლებაში.
ისინი ფიქრობენ, რომ სააკაშვილი – სახალხო პროტესტის მამოძრავებელი ძალაა და ამ ჩემი გაძევებით აიცილებენ სახალხო მღელვარებას. ეს არის მორიგი სულელური შეცდომა. ადამიანები სულით ხორცამდე შეძრულნი არიან რეფორმების და ცვლილებების არარსებობით, აგრეთვე ტოტალური სიცრუით და ხელისუფლებაში არსებული ქურდობით. სააკაშვილი მხოლოდ ერთო-ერთი მათგანია, ვინც იზიარებს ხალხის უკმაყოფილებას.
ჩემთან ერთად თუ ჩემს გარეშე – ამას არ აქვს მნიშვნელობა. ამ ხელისუფლების დასასრული მაინც დადგა და მე დავბრუნდები ჩემს სახლში, უკრაინაში, ძალიან მალე, იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე ეს მათ წარმოუდგენიათ. შეიძლება პეტრე ალექსის ძეს ციხეში ამანათიც კი მივუტანო ჩვენი სტუდენტური წლების გასახსენებლად, რამეთუ მე არ ვარ შურისმაძიებელი“,- წერს, საქართველოს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე და აქვეყნებს უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ბრძანებას:

 

 

შეგახსნებთ, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა.სააკაშვილის ადვოკატის თქმით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. აღნიშნული ინფორმაცია სააგენტო “რია ნოვოსტის” მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ მიაწოდა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი გულიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
შემდეგი სტატიამოსამართლეები უვადოდ დანიშვნას ელოდებიან – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა