დავალება იყო მიღებული სუს-დან

მერიასთან დღეს გამართულ აქციასა და დაპირისპირებას ნაციონალური მოძრაობის წევრი თემურ გრიგალაშვილი კურიერის პირდაპირ ეთერში ეხმაურება და ამბობს, რომ, დავით ნარმანიას არანაირი არგუმენტები არ აქვს და ის თავს ვერ გიმართლებს.

გრიგალაშვილი ნატა ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით, დავით ნარმანიას ბრალეულობაზე საუბრობს და აქვე აცხადებს, რომ თბილისის მერს პასუხისგება მოუწევს.

„დავით ნარმანიამ შეცდომაში შეიყვანა საკრებულო, მოიპარა მილიონები და ქრთამის სახით გადასცა ნაზღაიძის ოჯახს. ასევე უნდა ითქვას, რომ თუკი დავით ნარმანიამ ეს მილიონები არ დაუბრუნა დედაქალაქს, ის მიიღებს ძალიან მსუყე საზოგადოებრივ პანღურს და ეს იქნება სრულიად სამართლიანი პანღური,“ – განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.

გრიგალაშვილის თქმით, პოლიციამ და დაცვის სამსახურმა კანონი დაარღვია, როდესაც საკრებულოს დეპუტატებს, პარლამენტის წევრებს მერიაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

მისი თქმით, ოპოზიციური ფრაქციები და დამოუკიდებელი დეპუტატები, უახლოეს დღეებში პროკურატურაში მოთხოვნას წარადგენენ, დავით ნარმანიას დაკითხვის თაობაზე.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბიუჯეტის თანხები ასეთ საეჭვო საქმეებზე იხარჯება და ჩვენ ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. პროკურატურა ვალდებულია შეისწავლოს ეს საკითხი, დაიკითხოს დავით ნარმანია და ამავდროულად ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი. მე ვფიქრობ, ეს არის ჯგუფური, თაღლითური სქემა, რომელიც განახორციელეს ამ ჩინოვნიკებმა და ეჭვი არ მეპარება, რომ დავალება იყო მიღებული სუს-დან,“- განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირა თქმა უნდა, საუბარი იქნება დავით ნარმანიას იმპიჩმენტზე – მამუკა ახვლედიანი
შემდეგი სტატიაახლოს იფრინეთ რომ დანარცხებისას კვახივით არ გასკდეთ!